Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნით ტანსაცმელს ამზადებდნენ და ყიდდნენ - 2 პირი პასუხისგებაში მისცეს

09.06.23 10:51

განცხადებას ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.

 დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით  3-დან 5 წლამდე ვადით.