"ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა" - სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

09.06.23 10:59
"ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა" - სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამხედრო ნაწილში 2005 წელს დაბადებული ჯარისკაცი იუსიფ ნასიბოვი გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, "სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი".

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინსტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება". - წერია სამინისტროს განცხადებაში