რუსეთი წამგებიანი პოლიტიკური პროექტია - დიპლომატები რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

09.06.23 11:53
რუსეთი წამგებიანი პოლიტიკური პროექტია - დიპლომატები რეგიონში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ

ომი უკრაინაში და გამოწვევები საქართველოსთვის -  ამ წუთებში თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები, დიპლომატები და პოლიტიკოსები  რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით იმართება. 

შეხვედრის მონაწილეები ფიქრობენ, რომ  რუსეთი ახლა ყველაზე წამგებიან პოზიციაზე იმყოფება. გამოცდილი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტად დაუხლოვდება საქართველო რუსეთს, მით მეტად დასუსტდება. 

უკრაინის წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. საქართველოში არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც არის ჩვენი მსიახედი. ერთდროულად ორი მიმართულებით ვერ იმოძრავებ, ან ხარ დასავლეთში და მიდიხარ დასავლეთისკენ, ან მიდიხარ იქით, სადაც არ ვისურვებდი წასვლას. რუსეთის, ეს არის წამგებიან პოლიტიკური პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩველად იმისა, რამდენ ხანში დამთავრდება ეს კონტრშეტევა. რაც უფრო მეტად გვექნება რუსეთთან ურთიერთობა, მით მეტად დავასუსტებთ ჩვენს სახელმწიფოს და შესაბამისად, უფრო ადვილი ლუკმა გვახდებით ჩვენ მათთვის, -  ამბობს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძე. 

კიდევ ერთი ექსპერტი ლაშა ძევისაშვილი ამბობს, რომ უკრაინის საბოლოო გამარჯვება რუსეთის იმპერიულ ზრახვებს საბოლოოდ დაასამარებს, რაც პირველ რიგში, საქართველოს ინტერესშია. 

უკრაინის საბოლოო გამარჯვება ეს იქნება საბოლოოდ დასამარება საბჭოთა კავშირის დანატოვარის, ზოგადად, რუსული იმპერიული პოლიტიკის და ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იქნება, მათ შორის, საკუთრივ რუსეთში ძირეული პოლიტიკური ცვლილების. ჩვენ ეს გვჭირდება. პოლიტიკური არეულობა და ქაოსი რუსეთში, ბუნებრივია, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ფაქტორი ჩვენს შიდა პოლიტიკაში და საგარეო პოლიტიკაშ მნიშვნელოვნად კლებულობს, - ამბობს ძევისაშვილი. 

ექსპერტები და ელჩები ამბობენ, რომ აუცილებლად დასანქცირდბიან ის პირები, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიებით გამოირჩევიან. მათი თქმით, ქვეყნის კურსი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და სწორედ ხალხს უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც.