ვერაზე საწყობი და ოფისი გატეხეს - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში

09.06.23 12:05
ვერაზე საწყობი და ოფისი გატეხეს - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში

ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე "პრემიერ ალკო"-ს საწყობი და ოფისი გატეხეს. ინფორმაციას, სათვალთვალო კამერის ჩანაწერებთან ერთად სოციალურ ქსელში თინათინ დიდავა აქვეყნებს.

მისი თქმით, მომხდარში ეჭვმიტანილები არასრულწლოვნები არიან.

გამთენიას, 02:26 -ზე ახლა უკვე Premiere alco • პრემიერ ალკო -ს საწყობი და ოფისი გატეხეს (თახნიშვილი, ვერაზე) ისევ არასრულწოვნებმა, როგორც იცით ჩვენი შოურუმი  ორი კვირის წინ გაქურდეს, ჯამში წელს უკვე მესამედ !მართლა წარმოუდგენელი რეალობაა , არავინ ისჯება !
თურმე ეს არასრულწოვნები ნაქურდალს ციხეში აგზავნიან!  საქართველოს მთავრობა" - წერს დიდავა.