რეპრესიული კანონი კლინიკების წინააღმდეგ - აზარაშვილის უწყება სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლს აძლიერებს

09.06.23 12:17
რეპრესიული კანონი კლინიკების წინააღმდეგ - აზარაშვილის უწყება სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლს აძლიერებს

რეპრესიული კანონი კლინიკების წინააღმდეგ - ზურაბ აზარაშვილი სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლს აძლიერებს. ჯანდაცვის სამინისტო პარლამენტისგან ითხოვს ახალი კანონის ამოქმედებას, რომელიც მარეგულირებელს უფლებას მისცემს, ნებისმიერ სახელმწიფო კლინიკაში, ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე შევიდეს და შემოწმება ჩაატაროს.

თუმცა, მთავარი ინტირგა კანონპროექტის ერთი მუხლია, რომლის მიხედვით, თუ რომელიმე კლინიკაში დარღღვევას აღმოაჩენენ, საავადმყოფოს ლიცენზიას შეუჩერებენ. დახურვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. ეს კი შესაძლოა, წლობით გაიწელოს. 

ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი ძალიან დიდ რისკებს ხედავენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ ეს რეპრესიების ახალი ტალღაა.

დაჩქარებული წესით უნდათ რომ მიიღონ ცვლილებები ჯანდაცვის კანონში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს - მაკონტროლებელ ორგანოებს, პირველ რიგში რეგულირების სააგენტოს, შეუძლია ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად, შევიდეს სამედიცინო დაწესებულებაში და შეამოწმოს. ვბრუნდებით ყოფილ საბჭოთა კავშირში". - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე.