გახმაურებელი საქმის მოწმე გაიტაცეს - ოჯახი 19 წლის ბიჭს ეძებს
პოლიციას მოწმის გატაცებაში ადანაშაულებენ. 19 ბიჭის ოჯახი ამტკიცებს, რომ უწყების თანამშრომლებმა ახალგაზრდა სახლიდან გამთენიისას გაიყვანეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი არ იციან.
საქმე ეხება 90-იანი წლების წესებით ყაჩაღობის საქმეს, როდესაც მოქალაქე ქუჩაში დააყაჩაღეს და ქურთუკიც კი გახადეს. ამ საქმეზე ოქროს მოწმეს ჩვენება დღეს უნდა მიეცა, თუმცა ის გაქრა.
ადვოკატები სახლიდან წაყვანილი ახალგაზრდილს ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა მე-7 საათია ამის გარკვევა ვერ ხერხდება.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია მათთან გამთეენის 06:00 საათზე მივიდნენ და 19 წლის ნიკა ზენაიშვილი გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს. უკანონოდ დაკავებულის დედა ეჭვობს, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.
პოლიციიდან ვართ, სასამართლოში მიგვყავსო. ეგ კი ვუთხარი, სასამართო დილის 7-ის ნახევარზე არ მგონია იწყებოდეს-მეთქი. მე ვუთხარი, რატომ მიგყავთ-მეთქი, ასე წაყვანის უფლება არ გაქვთ-თქო. ხელი აქვთ რაღაც საბუთებზე მოსაწერიო. არ ვიცი. სად არის, მას მერე ვეძებ ბავშვს და არ ვიცი რომელ განყოფილებაშია. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ბავშვი სასამართლო პროცესამდე, - ამბობს ზენაიშვილის დედა.
მომხდარს კიდევ ერთი ოჯახის წევრი იხსენებს.
ბავშვი იყო დღეს მორიგე სამხედრო სამსახურში, უნდა წასულიყო, 6 საათზე ისედაც უნდა ამდგარიყო. მოვიდნენ,. დაატყდნენ თავს და წაიყვანეს. სად წაიყვანეს არ ვიცი, ტელეფონი გამორთულია. პოლიცია იყო. გამოძახების უწყება ჰქონდა, რომ უნდა დასწრებოდა პროცესს მოწმედ, - ამბობს ქალი.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის საქმის ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიებას ბრალდებულების წინააღმდეგ არცერთი არსებითი მტკიცებულება არ აქვთ. მათი თქმით, სწორედ ამას ემსახურება საქმის მთავარი მოწმის გატაცებაც, რათა მათთის სასურველი ჩვენება მიაცემინონ.