8 შემთხვევა მხოლოდ 3 დღეში - თბილისში სერიული ძარცვა გრძელდება
თბილისში სერიული ძარცვა გრძელდება. ერთ ღამეში გატეხილია რამდენიმე მაღაზია. არასრულწლოვნების დაჯგუფების სამიზნე ამჯერად "პრემიერ ალკოს" საწყობი გახდა. ვერაზე 18 წელს მიუღწეველი პირები შუაღამისას გამოჩნდნენ. სათალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანან მოზარდები, რომლებიც კარის საკეტს ამტვრევენ და შენობაში შედიან, სალაროს აპარატებს ამტვრევენ, თუმცა იქ მათ ფული არ ხვდებათ, რის შემდეგაც არასრულწოვნები უკვე ტექნიკის ძებნას იწყებენ და სათვალთავლო კამერებს აზიანებენ.
დაახლოებით 4 არასრუწლოვანი, რაცკადრებში ფიქსირდება, შემოიჭრა ჩვენს ოფისშ და საწყობის ტერიოტორიაზე. მათ მოახერხეს კარი გატეხვა. სამჯერ გაქურდეს ჩენო ობიექტი. სამართდამცველები აცხადებდნენ, რომ სისტემური ხასიათი აქვს მსგავს შემხვევებს. წუხელ 5-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქი მასშტაბით და უმართავია ეს პროცესი. ჩემი დიდი ვარაუდით და თავად სამართდამცავებიც აღიარებდნენ, რომ ეს ადამიანები ვიღაცის პატრონაჟის ქვეშ არიან, - ამბობს პრემიეუმ ალკოს დირექტორი.
დედაქალაქის ცენტრში გატეხეს "ბოდი შოპის" მაღაზიაც. ხელწერა იგივეა. სამ დღეში ეს რიგით მერვე შემთხვევაა, როცა არასრულწოვნების დაჯგუფება მაღაზიებს ძარცვავს.
დაზარალებულები ამბობენ, რომ დაუცველობის შეგრძნება აქვთ, რადგან ძარცვებმა სისტემატური ხასიათი მიიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე ქურდობის მცდელობის მუხლით აღიძრა.