ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

09.06.23 14:24
ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

აშშ-ში, ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა, სადაც ბათუმის სტადიონმა კატეგორიაში „საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა“ გაიმარჯვა და ოსკარი მოიპოვა.

ბათუმის სტადიონი FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება დაიმსახურა.