უცხოელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

09.06.23 15:09
უცხოელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

უცხოელი ჟურნალისტები და უფლებადამცველები  ნიკა გვარამიასთან  არ შეუშვეს. ჟურნალისტთა დაცვის საერტაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენლებისთვის  რუსთავის ნომერ მეთორმეტე საპყრობილის კარი ჩაკეტეს.

გავლენიან ორგანიზაცია ახლა განმარტებებს იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება. ბრეგაძის უწყებამ უნდა ახნას, რა მიზეზით არ შეუშვეს გვარამიასთან ვიზიტორები.

ორგანიზაციის წევრებმა საგანგებო განცხადებაც გააკეთეს. თქვეს,  რომ გვარამია პოლიტიკური პატიმარია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებსითვის ისჯება.

ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად დგომა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ დაპატიმრებული ჟურნალისტის ნიკა გვარამიას საქმეს. ჩვენ აქ ვდგავართ იმ ციხის წინ, სადაც ნიკა იხდის სამწლიან  სასჯელს. ნიკა არის ერთადერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი საქართველოში და პირველი ქართველი დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელიც ჩვენი კომიტეტის სიაში მოხვდა, რომელსაც ვადგენთ 1992 წლიდან დღემდე. ჩვენ მოვითხოვთ ნიკას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ბრალდებები პოლიტიკური შურისძიებაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშ ემუქრებიან ჟურნალისტებს დაპატიმრებით, რათა იქინი გააჩუმონ. ნიკას შემთხვევაშ არ არსებობს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერი პრეცედენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი ნიკას დაპატიმრებისთვის. ნიკას საქმეს სააერთაშორისო გამოხმაურება მოჰყავდ ა ის ადმაიანის უფლებატა დაცვის ორგანიზაციებმა დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული,- თქვა ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორმა ლუსი ვესკოტმა. 

ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი CPJ გამოხმაურებას პოზიტიურ მოვლენად აფასებს. 

CPJ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც იცავს პრესის წარმომადგენლების, კონკრეტულად ჟურნალისტების უფლებებს მსოფლიო მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი გამოეხმაურნენ ნიკას ქეისს. გამოხმაურებაზე მეტიც არის, პრინციპში. ისინი ერთი წელია აკვირდებიან, როგორ ვითარდება ნიკას შემთხვევაში მოვლენები. ღნიშნავენ იმას, რომ ეს საქმე არის სიმბოლური, ემბლემატური, იმიტომ, რომ ნიკა ერთადერთი პატიმარია დღეს საქართელოში და ძალიან ბევრი რამ არის ნიკას პატიმრობაზე დამოკიდებული. ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი ყევლასთვის ჩვენთვის და ეს ნიშნავს ძალიან დიდ თანადგომას, იმიტომ, რომ CPJ-ის ხმა ძაიან ხმაურიანი ხმაა საერთასორისო საზოგადოებაში, - ამბოლბს სოფო ლილუაშვილი.