წალენჯიხაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ორი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

09.06.23 16:45
წალენჯიხაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ორი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს


წალენჯიხაში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ორი პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მესამეს კი, რომელიც  არასრულწლოვანია, მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა დაენიშნა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე ახალგაზრდა კი გაათავისუფლეს. 

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულებო თავს დამნაშავედ არ ცნობენ. უფლებადამცველი პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე საუბრობს. 

 რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხაში რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი, მათ შორის, არასრულწლოვანები პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.