"დაატყდნენ თავს და გაიტაცეს" - დააშინეს თუ არა ყაჩაღობის საქმის ოქროს მოწმე?

09.06.23 20:18
"დაატყდნენ თავს და გაიტაცეს" - დააშინეს თუ არა ყაჩაღობის საქმის ოქროს მოწმე?

დააშინა თუ არა ოქროს მოწმე პროკურორმა? - ნიკა ზენაიშვილი, რომელიც  ყაჩაღობის საქმეზე  ერთადერთი დასაყრდენია, შვიდსაათიანი ძებნის შემდეგ გამოჩნდა.  "პირველების" ეთერში გასული ამბის შემდეგ, მოწმე სახლში დაბრუნდა, თუმცა მას სასამართლოზე ჩვენება არ მიუცია.  პროკურორმა  მოულოდნელად დღეს სხდომის გადადება მოითხოვა, რადგან არ ჰქონდა გარანტია, რომ ახალგაზრდა კაცი ჩვენებას  გამოძიების სასარგებლოდ მისცემდა. 

ნიკა ზენაიშვილი საგამოძიებო უწყებისთვის დიდი თავისტკივილია. მან  რამდენიმე თვის წინ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ყველაფერი იცის. ის  ოთხივე  ბრალდებულის ახლო მეგობარია, რომელთა წინააღმდეგაც საქმეში მტკიცებეულებები არ არსებობს.  

ოჯახის წევრები და ადვოკატები ეჭვობენ, რომ პროკურატურა, სავრაუდოდ,  ძალადობრივი გზით ცდილობს დააშანტაჟოს ოქროს მოწმე და მისი მეგობრების წინააღმდეგ აალაპარკოს. ამ მიზნით საქმის გამომძიებელმა შვიდი საათი ახალგაზრდა კაცი ოთახში ჩაკეტა და  მის გადაბირებას  ცდილობდა. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.