ინტერის აკადემიის მწვრთნელმა მსაჯი სცემა - დამალული ამბავი "პირველებმა" გამოააშკარავა

09.06.23 20:24
ინტერის აკადემიის მწვრთნელმა მსაჯი სცემა - დამალული ამბავი "პირველებმა" გამოააშკარავა

სისხლიანი დაპირისპირება ინტერის აკადემიის სტადიონზე -  ამბავი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია საგულდაგულოდ მალავდა, "პირველებმა"  გამოააშკარავა. 30 წლის მსაჯი ინტერის აკადემიის მწვრთნელის მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი  გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უმძიმესი ფიზიკური დაზიანებებით მსაჯი მიშა ტურიაშვილი სტადიონიდან პირდაპირ კლინიკაში აღმოჩნდა.

მსაჯისთვის საბედისწერო მატჩი "დინამოს" გამარჯვებით მიმდინარეობდა, რამაც მოწინააღმდეგე გუნდი წყობიდან გამოიყვანა. ინტერის აკადემიის გაბრზებულმა მწვრთნელმა  იერიში არბიტრზე მას შემდეგ მიიტანა, რაც ტურიაშვილმა ბოლო გოლიც დინამოს  სასარგებლოდ ჩათვალა.

თვითმხილველები "პირველებს" უყვებიან,რომ მსაჯს მწვრთნელს ჯერ აგინა, შემდეგ კი წიხლები ურტყა.  

შს სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა დაკავებული ამ დანაშულზე არავინ არის. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.