დიდი ომი რუსული წარწერისთვის - თბილისის საკრებულოში დღეს ხმაური იყო
დიდი ომი რუსული წარწერისთვის - თბილისის საკრებულოს შენობაზე გაკრული აბრა დღეს რამდენჯერმე გადაიღება და ზუსტად ამდენჯერვე გაიწმინდა. დეპუტატმა ნინო წულაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე წითელი მარკერით გადახაზა აბრა, თუმცა დაცვის თანამშრომლები წარწერას საგულდაგულოდ ასუფთავებდნენ.
არანკლებად დაძაბული იყო ვითარება შენობის შიგნითაც, სადაც საკრებულოს სხდომაზე ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესპროექტს იხილავდნენ. მასშტაბური განაშენიანება თბილისის თავზე უკვე მოინათლა როგორც ურბანული გენოციდი, თუმცა "ქართული ოცნებისთვის" ყველა არგუმენტი მიუღებელია, როდესაც საქმე ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორს ეხება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.