ქვეყანაში მძღოლების პროტესტმა იფეთქა - დასაქმებულები შრომის არაადამაინურ პირობებს აპროტესტებენ
ქვეყანაში მძღოლების პროტესტმა იფეთქა. ტრაილერზე დასაქმებული მძღოლები მთელი ქვეყნიდან დედაქალაქისკენ მოემართებიან. ყურადრების ცენტრშია ლილოს დასახლება, სადაც ათობით ტრაილერი უკვე გაჩერდა.
დასაქმებულები შრომის არაადამაინურ პირობებს აპროტესტებენ. როგორც ირკვევა, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლოდ შემოდინების ფონზე, ქართველ მძროლებს დამსაქმებელი კომპანია ხელფას ყოველთვიურად უმცირებს, გამოთავისუფლებული ბიუჯეტით კი სამსახურში რუსეთის მოქალაქეები აჰყავთ.
ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება და ისინი არ გაჩერდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.