ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი 15 წლის გოგო მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს
ასპინძაში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი 15 წლის გოგო მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს.
გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.
გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.