საქმე ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ - ყოფილი სამხედრო რუსეთის მოქალაქის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს

10.06.23 11:26
საქმე ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ - ყოფილი სამხედრო რუსეთის მოქალაქის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს

საქმე ამერიკის მოქალაქის წინააღმდეგ. ჟოზეფ ბიულერი ბიზნესპარტიორს ზეწოლაში ამხელს. ყოფილი სამხედრო ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქე ქალბატონთან ჰქონდა საერთო ბიზნესი, შემდეგ გაუგებრობა მოხდა და წილებს ითხოვდა. მისი თქმით, სწორედ ეს ვერ აპატია მას ქალმა და ამერიკის მოქალაქეს მის წინააღმდეგ ინტიმური ხასიათის ვიდეო კომპრომატების შენახვას ედავება. საქმეზე  გამოძიება დაიწყო. მთელი ღამე მიმდინარეობდა ამერიკის მოქალაქის დაკითხვა.

სახლში ვიყავი და ვმუშაობდი. გამომძიებლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო ჩემს სახლში. პოლიციამ მითხრა, რომ რუსეთის მოქალაქე ქალბატონმა საჩივარი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ და მედავება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვას. შეამოწმეს ჩემი ტელეფონი, დამკითხეს და წაიღეს. ამ ყველაფერს ვუკავშირებ ბიზნესდავას აღნიშნულ ქალბატონთან, რომელიც თავს უკრაინელად ასაღებს. ჩვენ გვქონდა საერთო ბიზნესი, შემდეგ გაუგებრობა მოხდა ჩვენს შორის, ვითხოვდი ჩემს წილს, მან კი შურისძიება ამ გზით გადაწყვიტა". - ამბობს ჟოზეფ ბიულერი.

ამერიკის მოქალაქეს რუსეთის მოქალაქე ქალბატონის წინააღმდეგ თავადაც აქვს საჩივარი შეტანილი. ბიულერი ქალს მისი პირადი ნივთებისა და ქონების გატაცებაში ადანაშაულებს. თუმცა ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე ქალბატონის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ჯერჯერობით საქმე არ აღძრეს და ის არც კი გამოუკითხავთ.