"მიწის ქვეშ შევდივართ, სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე" - მაღაროელების მოთხოვნები "ჯორჯიან მანგანეზს"

10.06.23 13:11
"მიწის ქვეშ შევდივართ, სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე" - მაღაროელების მოთხოვნები "ჯორჯიან მანგანეზს"

ჭიათურის მაღაროებში მუშაობა პარალიზებულია - მუშები გაიფიცნენ. ისინი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე გადავიდნენ.

ხელფასების გაზრდა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ეს არის ის მოთხოვნები, რომელბსაც მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზისგან" ითხოვენ. გაფიცულები ჭიათურის ცენტრში, ქალაქის მერიასთან არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ მუშაობას არ განაახლებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ.

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ყველაზე რთული სამსახური გვაქვს, მიწის ქვეშ შევდივართ კილომეტრებზე, ჩვენს სიცოცხლეს ვდებთ სასწორზე, ჩვენს ჯანმრთელობას ვიზიანებთ. ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ პასუხებზ და სანამ აამას არ მივიღებთ, პროტესტს არ შევწვეტყთ". - ამბობს გაფიცული მაღაროელი.