მძღოლების პროტესტი - გაფიცულები სახმელეთო ტრასპორტის სააგენტოში საგანგებო შეხვედრაზე დაიბარეს

10.06.23 13:26
მძღოლების პროტესტი - გაფიცულები სახმელეთო ტრასპორტის სააგენტოში საგანგებო შეხვედრაზე დაიბარეს

თბილის, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე - ტრაილერის გაფიცული მძღოლები მთელი ქვეყნიდან დედაქალაქში ჩამოვიდნენ. დასაქმებულები შრომის უსამართლო პირობებს აპროტესტებენ. მძღოლებს რჩებათ განცდა, რომ დამსაქმებელი კომპანია მათ ამცირებს. ხელფასებს დროულად არ უხდიან და სადავოა მომსახურებაზე დაწესებული ტარიფებიც.

თუ ქართველი მძღოლები ტვირთის გადასატანად დამკვეთს ერთ თანხას ეუბნებიან, მათი კონკურენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეები მომსახურებას უფრო იაფად სთავაზობენ, რაც ავტომატურად ქართველ მძღოლებს შემოსავლის და ლუკმა პურის გარეშე ტოვებს.

სულ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან კავშირზე სახმელეთო ტრასპორტის წარმომადგენლები გავიდნენ, რომლებმაც მძღოლები ორშაბათს საგანგებო შეხვედრაზე დაიბარეს. 

დისპეჩერი, რომელიც პასუხისმგებელი არ არის, ფასს ცვლის ერთი და იგივე მარშუტზე. გარდა ამისა სთავაზობს, მაგალითად, გავუშვა ქართული მანაქანა და უშვებს სხვა ქვეყნის მანქანას. გვინდა, რომ რაიმე სახის რეგულაციები დაწესდეს, რომ იმ დისპეჩერმა ისე განაგრძოს მუშაობა, რომ საერთო საქმე არ გაფუჭდეს. დახმარება ვთხოვეთ სახმელეთო ტრასპორტის სააგენტოს და მათ მზაობა გამოთქვეს". - ამბობს გაფიცული მძღოლი.