ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10.06.23 13:30
ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა მცხეთაში, ერთ-ერთი პირის აგარაკზე ფარულად შეაღწიეს და საოჯახო ტექნიკა მოიპარეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები წარსულშიც ქურდობის ბრალდებით იყვნენ ნასამართლევი, ამჟამად კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი - 1990 წელს დაბადებული გ.შ., 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.