როგორ დაგეგმა 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლის გაუგონარი მკვლელობა - ექსკლუზიური ჩანაწერები "შაბათის ეთერში" (ანონსი)
როგორ დაგეგმა 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლის გაუგონარი მკვლელობა - დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახეთ, ექსკლუზიური ჩანაწერები.
მარიამ გაფრინდაშვილმა გაარკვია, რომ ყოფილმა ქმარმა გაუგონარი სისასტიკით ცოლი მოკლა, ცხედარი ხევში გადააგდო, კვალის ასარევად კი სამართალდამცველებთან ერთად ეძებდა თითქოს გაუჩინარებული მარიტას კვალს.
ნიკა ლაჩაშვილი, ყოფილი ცოლის ცხედარს ორი დღე თბილისში მანქანით ატარებდა და თან მარიტას ემიგრანტ დედას უმტკიცებდა, რომ შვილი ცოცხალი იყო.
მკვლელობაში ბრალდებულის აუდიო-ჩანაწერებს 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" მოისმენთ.
მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ ამბის საზარელ დეტალებს, თუ როგორ აიყვანა მკვლელმა 27 წლის მარიტა შვილის საფლავზე მოტყუებით და როგორ მოახრჩო.
არსებობს, მარიტას უკანასკნელი აუდიო ჩანაწერებიც, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა.
რას სწერდა ის მეგობრებს საბედისწერო წუთებამდე ცოტა ხნით ადრე, ნახეთ, დღეს, "ნოდარ მელაძის შაბათში"