სულელი არაა? შვილს უნდა უთხრას, ჭკვიანად მოიქცეს, ის კიდე თავს იგიჟებს, ალბათ ფული მისცეს - მეუფე სტეფანე ლაზარეს მამაზე

10.06.23 16:22
სულელი არაა? შვილს უნდა უთხრას, ჭკვიანად მოიქცეს, ის კიდე თავს  იგიჟებს, ალბათ ფული მისცეს - მეუფე სტეფანე ლაზარეს მამაზე

სულთმოფენობის დღესასწაულზე, სკალდის მამათა მონასტერში ქადაგებისას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ ახალგაზრდა დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამა გააკრიტიკა და თქვა, რომ როდესაც შვილი მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, მამამ უნდა უთხრას, რომ ჭკვიანად მოიქცეს, გრიგორიადისის მამა კი მეუფეს თქმით, ტავს იგიჟებს.

მიტროპოლიტი ეჭვობს, რომ ალბათ, ლაზარეს მამას ფული გადაუხადეს.

"ე.ი. ცოცხლად დაწვა მოინდომაო ადამიანებისო და მოლოტოვის კოქტეილს ისვრის და რაღაცა. მამამისი სულელი არაა? ამნაირ რაღაცაზე იმ შვილს უნდა უთხრას, რომ მოდი რა, ჭკვიანად მოიქეცი. არა, თვითონ იგიჟებს თავს, ალბათ ფული მისცეს ხო? რა ვიცი ვინ როგორ ატრიალებს ამ ყველაფერს".- თქვა მეუფე სტეფანემ.