კიბოს პრევენციის პროგრამა არაეფექტურად მუშაობს - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

11.06.23 12:30
კიბოს პრევენციის პროგრამა არაეფექტურად მუშაობს - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

კიბოს პრევენციის პროგრამა არაეფექტურად მუშაობს. საგანგაშო დასკვნა აუდიტის სამსახურმა დადო. ირკვევა, რომ საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი რეკომენდებულს თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება. დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის 45% არ აქვს ინფორმაცია სკრინინგ პროგრამებთან დაკავშირებით, რაც სიმსივნით დაავადებულთა და გარაცვლილთა რიცხვის ზრდას იწვევს.

ექსპერტებ მიზეზად საინფორმაციო კამპანიის არარსებობას ასახელებენ.  ყველაზე მძიმე ვითარება კი ამ მხრივ რეგიონებშია. 

5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს, ჩართულობა. თავიდან ბოლომდე იმას მიუთითებს, როგორც ყოველთვის: საინფორმაციო კამპანიის არ არსებობას. რა არის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი? სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას სრულიად არამიზნობრივად აქვს გათვლილი ხარჯების და თანხების ფალნგვა და მათ არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ერთადერთი ამის საშველი არის სწორი და ძალიან აქტიური საინფორმაციოა კამპანია, - ამბობს ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე.

ამავე პრობლემაზე საუბორბს ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ რუსგულაძეც.

პრობლემა არის ზუსტად ინფორმირებაში, დამოკიებულებაში, პირველადი ჯანდაცვის არარსებობაში. ზუსტად პირველადი ჯანდაცვის ექიმი უნდა აკეთდეს, პირველ რიგში, ინფორმირებას, ჩწერას და აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა იყო, რომ როგორც შეიქმნა 2008-ში ეს პროგრამა, იმის შემდეგ, ფაქტობრივად, არ ვითარდება. აქ არის სიტემური პრობლემა, მიდგომის პრობლემა, - ამბობს სურგულაძე.