უაპტრონოდ მიტოვებული რკინიგზა - ვარიანში სარკინიგზო რელსებს იპარავენ
სოფელ ვარიანში სარკინიგზო რელსებს იპარავენ. გაძარცვულია მილიონობით ლარის ინფრასტრუქტურა. მატარებლის გადასაადგილებლად განკუთვნილ გზის ნაწილებს ჯართში აბარებენ.
ვარიანი-შინდისის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა პანდემიის პერიოდში შეწყდა. მიტოვებული რკინიგზა ახლა მოშლილია, რაც იმას ნიშნავ რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაშიი აქ მატარებელი ვერ გაივლის.
ადგილობრივი მოსახლოებაა დახმარებას ითხოვს.
ბაზარი იყო, მისატანი-მოსატანი, ვსრაგებლობდი და სურვილი გვაქვს, რომ მატარებელი დაინიშნოს. რაც პირველი პანდემია იყო, მას მერე აღარ არის მატარებელი, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი ოპოზიცია კი ამბობს, რომ ხელისუფლებას საუთარი მოსახლეობის ინტერესები არ აინტერესებს და რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ფიქრობს.
დღეს ეს რკინიგზა არის უპატრონოდ მიტოვებული, იძარცვება და არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ უახლოეს პერიოდში ეს სტრატეგიული ობიექტი, რომელიც უპატრონოდ გდია, ჯართის სახით გაიყიდოს. აუცილებლად შევალთ ჩვენ ამ რკინიგზით ცხინვალში და მიუხედავა მოსახლეობის უდიესი მოთხოვნისა, რომ აღნიშნული საკრინიგზო მიმოსვლა აღდგეს, „ქართული ოცნება“ ცდილობს აღადგინოს რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები არ აინტერესებს, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია.