პროტესტის მე-6 დღე - ჭიათურაში ყველა მაღარო ისევ პარალიზებულია
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. ათასობით მუშა ისევ ქუჩაში დგას. ქალაქში ყველა მაღარო პარალიზებულია. დღეს მშვიდობიანი პროტესტის მე-6 დღეა. დასაქმებულები კომპანიის პასუხის მოლოდინში არიან.
ჯორჯიან მანგანეცის თანამშრომლები შრომის ადამიანური პირობების შექმნას და ხელფასების მატებას ითხოვენ. თუ კომპანია საკუთარი თანამშრომლების მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ, დიდი, ალბათობით საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
არანაირი მოლაპარაება, არანაირ დათმობაზე არ აპირებს კომპანია წასვლას. პირიქით, უარესს და უარესს გვთავაზობს. 5%-იანი ხელფასის კლებას გამოიწვევს კოლაფსს ჭიათურაში, ყველა ოჯახში უკიდერეს გაჭირვებას. ყველა მარაროელი შემოგვიერთდება, - ამბობს აქციის მონაწილე.