"კობახიძე შიშისგან კანკალებდა" - ვინ არის ახალგაზდა, ვინც ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლები შეაყარა?
ვინ არის ახალგაზდა, ვინც ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლები შეაყარა? - "პირველებმა" ჩაწერა სტუდენტი, ვინც "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პრორუსული პოლიტიკის გამო უნივერსიტეტში სემესტრის ბოლო ლექციის შემდეგ აქცია მოუწყო.
ვახო რუხაია აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პუტინთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობით ქართველ ხალხს მომავალს ართმევს, აშორებს დასავლეთს და აფერხებს ევროინტეგრაციას.
სტუდენტი ამბობს, რომ კობახიძის ახალგაზრდების ძალიან ეშინია და ამიტომ მათ გაჩუმებას და გაშავებას ყველა გზით ცდილობს.
ცოლის მოყვანას, ბატონო ირაკლი, ჯერ არ ვაპირებ და იმასაც გეტყვით, რომ ჯერ სწავლა მირჩევნია, რასაც, ეტყობა, თქვენ არ გვისრულებთ, სტუდენტებს. სტუდენტები ვართ ის ძალა, რომელმაც 7 და 8 მარტი ჩაატარა და უკან გააწვევინა კანონი და სტუდენტების ძალიან ეშინია და ყველაფერს იზამს, რომ გაგვაშავოს, გაგვაჩუმოს, მაგრამ ვერ ეღირსება. იციან, რომ დასასრული მოდის და ამიტომ ყველა გზას იყენებენ. გუშინდელი აქციის მერე, სანამ პოლიცია არ გმოიძახა, შიშისგან კანკალებდა აუდიტორიაში და ვერ გამოდიოდა იქიდან. იგივეს ვპირდებით, თუ უნივერსიტეტში გააგრძელებს ლექციების ჩატარებას, - ამბობს ვახო რუხაია.