სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე
სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. სპეცოპერაცია ვაჟა-ფაშაველას მე-4 კვარტალში გუშინ 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქართული პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვა - შეძენა- გასაღებას ედავება. დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და გამომძიებლებს ელოდება.
უკრაინის მოქალაქეს მალე ბრალს ოფიციალურად გააცნობენ. "პირველების" ინფორმაციით, მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.
ბევრი მანქანა იყო პოლიციის მოსული. ვირაცა დაიჭირეს და ვინ და რის გამო არ ვიცი, რაღაცას ეძებდა თვითონ პოლიცია. ვირაცამ რაღაც გადააგდო. ნახევარი საათი იყვნენ აქ და მერე გვიანი იყო, დავწექი და არ ვიცი წავიდნენ თუ დარჩნენ, - ამბობს თვითმხილველი.