აქცია ფინიჭალაში - მოსახლეობა ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს
აქციაა ამ წუთებში ქვემო ფონიჭალაში. მოსახლეობა ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს. ახალი ობიექტი დასახლებული ტერიტორიის გვერდით შენდება, რაც გარემოს აბინძურებს და მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
ქარხანას ფონიჭალაში "ქართული ოცნების" შემომწირველი აშენებს. ადგილზე მხოლოდ მსუბუქი სათავსოების და მსუბუქი სამრეწველო ქარხნების მშენებლობაა შესაძლებელი, თუმცა მიხეილ ქართლელიშვილისთვის, როგორც ჩანს, ეს გარემოება დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
"პირველებმა" ვიდეომტკიცებულებები მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ ქარხანა უკვე აშენებულია და შიდა ტერიტორიაზეც ტექნიკაა განლაგებული.
გარემოს დაცვის ორგანიზაციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოკვლევა უკვე დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, მშნეებლობის პროცესს არც ეს აჩერებს.
მოსახლეობა ქარხნის დემონტაჟს ითხოვს.
ზემოქმედებითი დასკვნის და შეფასების მიღების გარეშე მათ უკვე დაიწყეს სამშენებლო პროცესები. მშენებლობას ახორციელებს შპს „გეოენერჯი“ , რომლის ერთ-ერთი ამფუძნებელი, 70%-იანი წილის მფლობელი მიხეილ ქართლელიშვილი არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. რეალურად, იმდენა „ოცნებასთან“ დალაგებულია ამ ფეროშენადნობის ქარხნის დასახლებულ პუნქტთან ახლოს მშენებლობა, რომ ისნი არც კი ელოებიან გარემოზე ზემოქმედების დასკვნას და შეფასებას ისე იწყებენ პროცესებს, - ამბოლბს „ხალხისთვის“ წევრი ნინო წულაძე.