აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება - თანამშრომლებს ტერიტორიაზე ისევ არ უშვებენ
აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება. ტერიტორიაზე ამ დრომდე არ უშვებენ ობსერვატორიის ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს. მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ საკუთარ სახლებში შესასვლელად სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.
ხალხი შეზღუდვებს ბიძინა ივანიშვილის ახირებებს უკავშირებეს.
დაცვა გვიწევს წინააღმდეგობას. დავუკავშირდით დირექტორის მოადგილეს, რომელმაც გადაგვამისამართა დირექტორთან, შემდეგ დავურეკეთ დირექტორს. დირექტორმა აღშფოთებული ტონით გვიპასუხა, რომ ჩვენ წინასწარ გაფრთხილებულები ვიყავით ამასთან დაკავშრეით და რაღაც პროვოკაციებს ვაწყობთ და მოკლედ, უარი გვითხრა ტერიტორიაზე და სახლებში შესვლაზე, - ამბობს პროტესტის მონაწილე.