"ივანიშვილი ბიზნესს ადამიანების სიცოცხლეს სწირავს" - თბილისში მოქალაქემ ვენები გადაიჭრა

11.06.23 16:11
"ივანიშვილი ბიზნესს ადამიანების სიცოცხლეს სწირავს" - თბილისში მოქალაქემ ვენები გადაიჭრა

თბილისში,, ასათიანი ქუჩაზე მოქალაქემ ვენები გადაიჭრა. ქალს ამ წუთებში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ. ადგილზე სასწრაფო დახმარებს ბრიგადა იმყოფება. იქ იმყოფებიან სამართალდამცველები.

პროტესტის მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას მოჰყვა. მაია ორჯონიკიძე ირწმუნება, რომ მშენებლობამ, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, შესაძლოა მათი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოანგრიოს და ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. 

ცოცხლად 700 კაცის ჩამარხვას მიწაში ჩემი ჩათვლით 700 კაცი 100 ოჯახი, ჩაიმარხება თუ ეს კორპუსი არათუ აშენდება, არამე თუ საძირკვლის ბურღვას გააგრძლეებენ და მერე ჩადგამენ ბეტონის ფუნდამენტს, იმიტომ, რომ მეორე კატეგორა მივიღეთ პირველი კორპუსისგანდ ა არავინ არ მოგვხედა მაგთანგანვე, არც მესაკუთრემ, არც მერიამ. ახლა მთლად გათავხედნენ, დასრულებული იყო ეს კორპუსები, პროექტი დახურული იყო, შარშან ამ გაუმაძღარმა რუსმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა რუსები შემოვინენ, არიქაო, ავვარდა ფასებიო, როგორ შეიძლება ფული არ გავაკეთოო, რაში მაინტერესებს გეოლგების და ინჟინრების დასკვნებიო! დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ დაინგრევა მე-8 კორპუსი საძირკვლის ამოყვანის დონეზე, იმიტომ, რომ მდინაარზე დგას, - ამბობს მაია ორჯონიკიძე.