"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია და მაღაროელები ვერ შეთანხმდნენ - გაფიცულები მსვლელობას აწყობენ

11.06.23 17:14
"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია და მაღაროელები ვერ შეთანხმდნენ - გაფიცულები მსვლელობას აწყობენ

ჭიათურააში "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია და გაფიცული მაღაროელები ვერ შეთანხმდენენ. მენეჯმენტი  მუშებისთვის ხელფასების მატებას ამ ეტაპზე არ განიხილავს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის ხელმძღვანელობა არ აკმაყოფილებს გაფიცული მაღაროელების კიდევ ორ მოთხოვნას:  კვების უზრუნველყოფას და შრომის ღირსეულ პირობებს.

ფეროშენადნობი ქარხნის ასობით თანამშრომელი ახლა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი და აქცია-მსვლეობას მართავს.  პროტესტის ეპიცენტრში  იბარაბენ ირაკლი ღარიბაშვილს და კომპანიასთან შუამავლობას სთხოვენ.

ახლანდელი წარმომადგენელი, ვინც გაგვეცნო, ურკაინელია უფროსი და ამის შემდეგ ისეთი სამუშაო ვითარება მოგვთხოვა, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. რაც გვქნდა, ერთნახევრით გაგვიზარდა სამუშაო გარფიკი და დრო, 12 საათი ვმუშაობდით, ახლა გვეუბნებიან 8 საათში უნდა შეასრულო სამუშაოო, რაც შეუძლებელია, აგერ, 3000 კაცი დამიდასტურებს ამას, რომ ასეთი რამე არ მომხდარა და არც მოხდება, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მაღაროელები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.