წულუკიანი კინოცენტრში "პოსტ ტივის" სახეს, ბაჩო ოდიშარიასაც ასაქმებს
კინოცენტრში თეა წულუკიანის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შესახებ "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. პრობაციის სააგენტოს თანამშრომლის გარდა, წულუკიანი კინოცენტრში "პოსტ ტივის" სახეს ბაჩო ოდიშარიას ასაქმებს. მენეჯერის პოზიციაზე ოდიშარიას დანიშვნის შესახებ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლებულმა ნინო კუხალაშვილმა თავად ნახა. მისი თქმით, ეს ის დაფარული ბრძანებაა, რომელიც მას არ უნდა ენახა. კუხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
შემთხვევით გაავეყარე როცა ბუბუნაიას და ცხვედიანის დანიშვნის ბრძანებებს ვათვალიერებდი, ოფის-მენეჯერად ბაჩო ოდიაშარიას მენეჯერის პოზიციაზე დანიშნის შესახებ ბრძანებას, რომელსაც ძალიან დიდი აურზაური მოჰყვა, იმიტომ, რომ ის იყო დამლული ბრძანება და არ უნდა მენახა მე. აქეან გამომდინარე, მთლიანად გადანარებული აქვს კულტურის სამინისტროს და მინისტრს კინოცენტრის მართვა, - ამბობს კუახალაშვილი.
კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ კინოინდუსტრია ქვეყანაში საფრთხის ქვეშ არის, რადგან შესაძლოა, კულტურის მინისტრმა ფონდის ის კინოები და ის ერჟისორები დაფინანსდნენ, რომელიც წულუკიანს მოსწონს.
კინოცენტრის თანამშრომლები ახლა ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხიების გაცემას ითხოვენ. ისინი ასევე სამოქმედო გეგმის გაჟღერებას გეგმავენ.