ომბუდსმენის მოადგილის ხმაურიანი განცხადებები - მესამე სექტორი ნათია ჯულაყიძეს სიცრუეში ადანაშაულებს

11.06.23 18:06
ომბუდსმენის მოადგილის ხმაურიანი განცხადებები - მესამე სექტორი ნათია ჯულაყიძეს სიცრუეში ადანაშაულებს

მესამე სექტორი ომბუდსმენის მოადგილეს სადავო განცხადებების გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე ნათია ჯულაყიძის გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ 12 ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე არასამთავრობოებმა უარი განაცხადეს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ომბუდსმენის მოადგილემ ერთი-ერთში "ქართული ოცნების" ნარატივი გაიმეორა. მათი თქმით, ნათია ჯულაყიძემ იცრუა. 

რა თქმა უნდა, უცნაური და გასაკვირია, რომ სახალხო დამცველი საზოგადოებას აბრალებს ამ ერთ-ერთი რეკომენდაციის არშესრულებას. ჩვენი ორგანიზაცია, მაგალითად არ ჩართეს, უარი უთხრეს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ფორმატები იყო უცნაური, მხოლოდ ორ ორგანიზაციას შეეძლო მონაწილეობა მიეღო ფორმატებში. გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღირად, ფაქტობრივად, ვუსმენთ მათი მხრიდან თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. მოგეხსენებათ, რომ კანონის შემოტანა სცადეს, რომელიც სწორედ ჩვენს ორგანიზაციებს ეხებოდა, კომიტეტის სხდომებზე არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ, - ამბობს სამართლიანი არჩევნების და დამორატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.

კიდევ ერთი პროტესტი ჯულაყიძის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც  სახალხო დამცველის აპარატს სასამართლოს საქმიანობაზე მუშაობის მანდატი არ აქვს. მესამე სექტორი ჯულაყიძის ამ განცხაებასაც ტყუილს უწოდებს. 

ასეთი განცდა დამრჩა, რომ გამართლება მოუძებნა თუნდაც იმას, რომ ხელისუფლება მათ რეკომენდაციასაც ბოლომდე არ ითვალისწინებს. მართლმსაჯულების სფეროში ვმუშაობთ მხოლოდა და გვინოდა ჩართვა ამ ნაწილში და ჩვენ გვითხრეს უარი და როედსაც ამბობს, მაშინ სიმართლე უნდა თქვას. ეს იყო ტყუილი, რაც მან თქვა. ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას აქვს მთელი ბერკეტები და განუსაზღვრელი ძალაუფლება და თანაბარ ონეზე დააყენო ამ როს ენჯეობი და ხელისუფლება, თითქოს ორივე თანაბრად ერთმანეთს უპირისპირდება, ეს არ არის სიმართლე და ეს არის საუამართლო დამოკიდებულება, - ამბობს „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელი  ნახი ჯანეზაშვილი. 

ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნულ განცხაებებტან აკავშირეით განმარტებები უნდა გააკეთოს. 

მე ვფიქრობ, რომ ამ განცახდებას სჭირდება მკაფიო განმარტება, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს და ამიტომ ძალიან ცალსახა განმარტებაა საჭირო კონკრეტულად რას გულისხმობს სახალხო დამცველი, როდესაც ის საუბორბს იმაზე, რომ მართლმსაჯულების საკითხებში ძალიან ბუნოვანია ომბუდსმენის მანდატი, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რასთან დაკავშირბეითაც პირდაპირი მანდატი არ აქვს ომბუდსმენს, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების გახორციელებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ისეთი საკითხები, როგორიც არის სასამართლო რეფორმა, საკანონმდებლო ინიციატივები, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხები, უმაღლესი საბჭოს დაკოპმლექტების წესი და ა.შ., ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკიტხები არ ექცევა ომბუდსმენის მანდატის ქვეშ. ეს იყო ის საკითხები, რის გარშემოც სახალხო დამცველის აპარატი ყოველთვის მუშაობა, - ამბობს ნინო ლომჯარია.  

"პირველებმა" განმარტებების მოსმენა თავად ნათია ჯულაყიძისგან სცადა, თუმცა გაირკვა, რომ ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.