პროტესტი გრძელდება - "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებისთვის ხელფასების მომატებას არ გეგმავს
ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი ობიექტი გაჩერებულია. ასობით ადამიანი მაღაროში ჩასვალაზე უარს ამბობს. მიწის ქვეშ მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ დამსაქმებელი შრომის ღირსეულ პირობებს შექმნის და ხელფასებს გაზრდის.
ეს მოთხოვნები ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ადმინისტრაციას პირისპირ შეხვედრაზე გააცნეს, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. "ჯორჯიან მანგანეზი" მაღაროელებისთვის ხელფასების მომატებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.