ქართული კინო დამოუკიდებლობის დაკარგვის ზღვარზე - წულუკიანმა კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო
ქართული კინო დამოუკიდებლობის დაკარგვის და დიდი ცენზურის მოლოდინში - თეა წულუკიანმა კინოცენტრის ხელში ჩაგდების ოპერაცია დაიწყო. კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს დღეიდან სასჯეღსრულების კადრი მართავს - კაცი, რომელიც პრობაციის სააგენტოს მაღალჩინოსანი იყო, ახლა ფილმების წარმოებაზე იმუშავებს.
წულუკიანის სანდო კაცმა დღეს, არასამუშაო დღეს ორი შტატი გააუქმა და რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციაში ამ ეტაპზე დირექტორის მოადგილეები მოყვნენ, თუმცა გაშვებები ამით არ სრულდება. სააგენტოს ყველა თანამშრომელმა მიიღო გაფრთხილება, რომ გათავისუფლება ემუქრებათ.
რეჟისორები, მსახიობები და ქართული კინოს გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ახლა სიჩუმის დრო არაა, რადგან კინოცენტრში ხელისუფლებას საბჭოთა სტილი შემოაქვს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.