სპეცნებართვები ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესასვლელად - აბასთუმანში ახალი წესები ამოქმედდა
აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე ახალი წესები აამოქმედეს. სპეცნებართვების გარეშე შიდა ტერიტორიაზე ვეღარავინ მოხვდება. მეცნიერები ეჭვობენ, რომ შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილის ახირებაა.
ზაფხულის არდადაგებზე აბასთუმანში ჩასულ ქართველ მილიარდერს ხალხმრავლობა აწუხებს. მეცნიერებისთვის აშენებულ კორპუსებში აკძალულია ოჯახის წევრების შეყვანა. ღამის გათევა მხოლოდ მესაკუთრის შვილებს შეუძლიათ. სტუმრის მიღება ნებადართულია მხოლოდ დღისით და რამდენიმე საათით.
მთელი დღეა ადმინისტრაცია იმალება, რაც პროტესტის მონაწილეებს უმყარებს ეჭვს, რმ ბინების გამოყენების უფლება მეცნიერებს არა ობსერვატორიის ხელძღვანელობის მოთხოვნით, არამედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით აუკრძალეს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.