გლდანში ტყვია საცხოვრებელი ბინის ვერანდაზე შევვარდა - ანასხლეტი 12 წლის მოზარდს მოხვდა
სროლა გლდანში - ბრმა ტყვია საცხოვრებელ ბინის ვერანდაზე შევვარდა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ანასხლეტი 12 წლის ბავშვს მოხვდა. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა ახალგაზრდა ქალი.
ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე, რომლის ბინის ვერანდაზეც ტყვია შევვარდა, ეჭვობს, რომ იარაღი პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, მის მეზობელს გაუვარდა.
ეჭვები არის, რომ ახლომდებარე მეზობლისგან, ან საიდანმე მოხვდა. მეზობელი, რომელიც ჩემს ზევით ცხოვრობს და პოლიციელია, მოხდა მასთან დაკავშირება. კორპუსის თავმდჯომარემ მითხრა, სანამ პოლიციასთან ექნებოდა კონტაქტი, რომ დილით, 12 საათისთის ნახა ეს ადამიანი. ფოტოც ვანახე, ნამდვილად ეს პოლიციელი ნახა თუ არა და დამიდასტურა, რომ კი, ეს ადამიანი დღეს 12 საათზე სახლში მოვიდა და ლიფტით ამოვიდა, საღამოს შეცვალა და დღეს მეუბნება, რომ შეეშალა და სხვა პოლიციელი იყო და ეს არ იყო. ეჭვი, რომ სახლის სახურავზე ვინმე იყო გამოირიცხა, რადგან ერთი წუთის ინტერვალში ყველა ეგ ადგილი მოვინახულე და არსად არავინ იყო, - ამბობს ჟურნალისტი.
გლდანში მომხდარი სროლის საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება. ექსპერტ კრიმინალისტებმა ნატყვიარები შეისწავლეს. სამართლდამცველები ახლა გასროლი ტრაექტორიას სწავლობენ.
ჟურნალისტის 12 წლის შვილს დღეს გამოკითხვაზე გადაიყვანენ.