რუსეთის ინტერესები საავტორო უფლებების სფეროში - " ოცნება" რუსული კანონი 2-ის მისაღებად ემზადება
რუსეთს ინტერესი საავტორო უფლებების სფეროში გაუჩნდა. საქართველოს პარლამენტში ცვლიან კანონს, რომ რუსული "რაოს" შვილობილმა კომპანია "გერამ" საქმიანობა შეძლოს. თუ კანონს მიიღებენ, "გერას" უფლება ექნება, შეკრიბოს ჰონორარები და გადასცეს ის ავტორებს.
ცნობილი ხდება, რომ საავტორო უფლებების ასოციაციაში საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც თქვეს, რომ რუსეთს საავტორო უფლებების სფეროში ბაზრის მონოპოლისტობა უნდა. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA) ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში რუსეთიდან დაახლოებით 1 400 000 დოლარის ეკვივალენტის თანხა არის ჩარიცხული.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილ ცვლილებებს "რუსული კანონი 2" უწოდა.
"პირდაპირ მორგებულია რუსული ორგანიზაციის ინტერესებზე ამ კანონის რამდენიმე დებულება და მთავარი დებულება, რაც არის ეს არის აკრედიტაციის კრიტერიუმი. უნდა გქონდეს ხელშეკრულება ისეთ ქვეყანასთან, სადაც ქართული რეპერტუარი სრულდება ხშირად, აქ უკვე საკმარისია, რომ მიიღო აკრედიტაცია. ეს არის პირდაპირ მორგებული ამ რუსულ ორგანიზაციას და გამიზნულია იმისთვის, რომ ჩვენ გვითხრან უარი აკრედიტაციაზე და მისცენ მათ აკრედიტაცია. პირდაპირ ამონაწერებია გამოქვეყნებული, სადაც გერანს 3 წლის განმავლობაში 2019-ის არასრული წელი, 2020 და 2021 წელი 2022 წელი ჯერ არ ვიცით ჩარიცხული აქვს დაახლოებით 1 400 000 დოლარის ეკვივალენტი რუსეთიდან, - ამბობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (GCA)-ს თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.
ქართველმა ხელოვანებმა კი დღეს "გერას" მხარდამჭერი აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ კუთვნილი შემოსავალი სწორედ კომპანია "გერას" დახმარებით მიიღონ. ხელოვანები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ, თავიანთი სიმღერები რუსეთს "აჩუქონ".
ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველმა ხელოვანებმა, რომ გადავიდეთ კომპანიაში რომელსაც ჰქვია გერა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი საავტორო შემოსავალი ჩაირიცხოს ამ კომპანიაში. კანონი ისე შეიცვალოს, რომ გამოსწორდეს, რომ ჩვენი უფლებები დაიცვას გერამ. თუ გინდა ვიღაცასმ მოგაყენოს რაღაცა ტკივილი უნდა უთხრა, რომ რუსეთი, ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ სასაცილოც აღარ არის. არა ახლა რუსეთში რომ გაჟღერდება ჩვენი სიმღერები, ვაჩუქებთ დიდი სიყვარულით ახლა ასე მოვიქცეთ?!,- თქვა კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ.
პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა დღეს უნდა გაიმართოს.