მედიის გახშირებული დევნა და ძალადობა - ევროპის საბჭომ დისკუსია გამართა
ევროპის საბჭომ ცოტახნის წინ ჟურნალისტების დაცვასა და უსაფთხოებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. საერთაშორისო ორგანიზაციამ ამ თემაზე მსჯელობა საქართველოში მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო გადაწყვიტა.
ღონისძიება ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გახსნეს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები სათანადოდ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს ყოველგვარი შიშის და მუქარის გარეშე, იმიტომ, რომ ამით წვლილი შექავთ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. სწორედ იმაში, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს უფლება, გადასცეს და მიიღოს ინფორმაცია. როდესაც ვლაპარაკობთ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებაზე დემონსტრაციის დაშლის კუთხით , იქ კიდევ უფრო ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ დაიხვეწოს სამართალდამცავი სტრუქტურების პრაქტიკული მიდგომები , - განაცხადა სტეფან სირბუმ.