პროტესტის მეექვსე დღე ჭიათურაში - მაღაროელები შიმშილობას აანონსებენ

12.06.23 12:51
პროტესტის მეექვსე დღე ჭიათურაში - მაღაროელები შიმშილობას აანონსებენ

პროტესტის მეექვსე დღეს მაღაროელები შიმშილობას აანონსებენ. სამი ათასზე მეტი ადამიანი ხელფასების 12%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. დამსაქმებელი კი უარზეა.

"ჯორჯიან მანგანზეში" ამბობენ, რომ კრიზისი აქვთ და მუშებს ანაზღაურებას ვერ მოუმატებენ. მაღაროს გაფიცული თანამშრომლები პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

"ვდგავართ აქ ვიდგებით მანამ სანამ შევძლებთ ფეხზე დგომას, უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილს. ჩვენ და არამარტო ჩვენ, აქ ჩვენი ოჯახებიც გამოვლენ, დავდგებით. შრომაში და მუშაობაში, შიმშილს და შიმშილობას გვირჩევნია, ვიდგეთ აქ და მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენი, ჭიათურელი ხალხის მისაღწევი" - ამბობს პროტესტის მონაწილე.