რუსული მედია: საქართველო რუსულ კომპანიებს პროდუქციის გააყიდვაში ეხმარება
საქართველო რუსულ კომპანიებს პროდუქციის გააყიდვაში ეხმარება. "ურალის" ქარხნებში წარმოებული მანქანა-დანადგარები და სხვა პროდუქცია, რომლის გაყიდვაც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გამო უჭირდა, დსთ-ს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში იყიდება. ამის გამო თბილისმა ურალის სავაჭრო სამრეწველო პალატის შეფისგან მადლობაც დაიმსახურა.
ირკვევა, რომ "ურალის" სამრეწველო პალატამ 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას რუსული მედია TACC ავრცელებს.
ერთ-ერთი, ვინც საქართველოში რუსულ ტექნიკას ყიდულობს, სავარაუდოდ, თბილისის მერიაა. კახი კალაძის უწყებამ მაისში ქუჩების მოსარეცხად სწორედ "ურალში" წარმოებული მანქანები იყიდა.
თავად კახა კალაძე კი ამბობს, რომ რუსეთთან ბიზნესს და ტურიზმს მიესალმება, რადგან დედაქალქის მერის მტკიცებით, ეს ქართელი ხალხის ინეტერსებოდან გამომდინარე ხდება.
რატომ ეყრდნობით რუსულ მედიას? თქვენ ხომ ყველაფერი რაც რუსულია, არაფრის გჯერათ და ამ შემთხვევაში, რატომ ეყრდნობით რუსულ მედიას აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის. ჩვენ არაერთხელ გგვიკეთებია განცხადება, რომ ჩვენ ბიზნესს მივესალმებით, მივესალმებით ასევე ტურიზმს. მივესალმებით იმას, რომ საქართელოშ შექმნილი პროდუქცია გადის რუსულ ბაზარზე, ამით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, სარგებლობს გლეხი, ვინც 24 საათიან რეჟიმში შრომობს. პრობლემას არ წარმოადგენს პირდაპირი ფრენები. რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს, თქვენ ვერ მოიტანთ ვერცერთ მაგალითს, რომ სანქცირებულ კომპანიას აქ ბიზნესი ჰქონდეს აქ საქართელოში, - ამბობს კალაძე.
"ურალთან" დაკავშირებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური. სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ინფორმაციას სიმართლეს არ შეესაბამება.
იმდენად აბუსრდუია, რომ არ ვიცი, რაღაცა საოცარი მონდომება უნდა დახარჯო ადამიანმა, რომ თითქოს ბატონი კალაძე, ახლა ყველანი დავირაზმეთ იმისთვის, რომ როგორმე რამდენიმე ერთეული მანქანა გნებავთ „ურალიდან“ შეგვეძინა... იმდენად წარმოუდგენელი უსუსური, ხავსს რომ ეჭიდება ადამიანი და ეს ხავსიც რომ კიდევ უფრო მეტად მყიფეა, თქვენც ხომ იცით, რომ საქმე ამასთან გვაქვს?, - ამბობს ღუდუშაური.
საპირისპიროს ფიქრობს ოპოზიცია. ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმდჯომარეს პეტრე ცისკარიშვილს "ქართული ცონების" რუსეთთან ბიზნესთანამშრომლობა არ უკვირს. მისი თქმით, რუსეთის დახმარება მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ბუნებაა.
ისინი ეხმარებიან რუსეთს როგორც ექსპორტში, ასევე სანქირებული ტვირთების იმპორტში საქართველოს გავლით. ეს არის მათი პოლიტიკური ბუნება და ხასიათი. ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული რუსეთზე, რუსეთს ეხმარებიან, რომ აწარმოოს კომერციული საქმიანობა, ბიუჯეტშ შეუვიდეს ფული, ისევე, როგორც სხვად ასხვა ტიპის ნახევაგამტარები, მიკროჩიპები და ელექტრონიკა, რომელიც რუსეთში სხვა გზით ვერ ნმოხვდებოდა თუ არა მესამე ქვეყნები, რომელიც ხელს შეუწყობენ, რომ ასეთი ტვირთები რუსეთში შევიდნენ და წარმოებული ქინეს სამხედრო დანიშნული, - ამბობს ცისკარიშვილი.