სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

12.06.23 13:12
სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა.

 86 წლის ბერლუსკონი ბოლო პერიოდში მილანის კლინიკაში იმყოფებოდა. სილვიო ბერლუსკონი 5 აპრილის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო.  მას ქრონიკული ლეიკემიისგან გამოწვეული ფილტვის ინფექცია დაუდგინდა.