"საოკუპაციო ხაზს დაემსგავსა" - აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება

12.06.23 13:33
"საოკუპაციო ხაზს დაემსგავსა" - აბასთუმნის  ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება

აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება - ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები  დირექტოორთან შეხვედრას ითხოვენ. ნაწილი თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ გაიგოს, რა მიზეზით არ აძლევენ  საკუთარ სახლებში შესვლის უფლებას.

ობსერვატორიის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ტელესკოპს რეაბილიტაცია უტარდება და შეზღუდვებიც ამიტომ დაწესდა, ეს მიზეზი კი მეცნიერებისთის გაუგებარია. 

მოქალაქეებს რჩებთ განცდა, რომ ობსერვატორია ერთგვარ საოკუპაციო ხაზად იქცა.

საოკუპაციო ხაზივით არის, აქეთ დგას შვილი, მოუტანა დედას საჭმელი. არ უშვებენ, დედა იქ არის. აბსურდამდე მივიდა. აქ არსად წერია, რომ ვიღაცას უნდა შეეზღუდოს შესვლა. აქ რადიუსიც არის გასაზღვრული, 5 მეტრი წერია. ჩვენი საცხოვრებელი ბინები არ არის 5 მეტრის რადიუსში, ის არის საკმაოდ შორს იმ ადგილიდან, სადაც ეს სამუშაოები, სიტუაცია იქმნება, თითქოს არის რაღაც გეტო, რაღაც ზონაა, ციხეა, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ობსერვატორიის მშენებლობასა და გავითარებაში მათაც და მათ მშობლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი.

ჩვენმა მშობლებმა გაატარე მთელი ცხოვრება და იქ დალიეს სული სულყველამ. ამიტომ ჩვენ დღეს თუ მეცნიერებას არ მივყვებით, დავუშვათ, ასტრონომიას, წვლილი გვაქვს შეტანილი ობსერვატორიაში თუნდაც ფიზიკური მუშაობით, ბავშვობიდან დაწყებული, მშენებლობაზე ვმუშაობდით და შეტანილი გვაქვს წვლილი. ჩვენ ვერ ვხედავთ, ჩვენ რაშ ვუშლით ხელს?, - ამბობს მოქალაქე.   

შეხვდება თუ არა ობსერვატორიის დირექტორი პროტესტის მონაწილეებს, ჯერჯერობით უცნობია.