რატომ გაისროლა იარაღიდან - პოლიციელი კითხვას არ პასუხობს
სროლა გლდანში - საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი არ პასუხობს კითხვას, რატომ გაისროლა იარაღი სახლში. ილია გამხიტაშვილი "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამისამართებს.
მიმართეთ პრესცენტრს თუ რამე გაინტერესებთ, - უთხრა მოქმედმა პოლიციელმა "პირველების" ჟურნალისტს.
ადგილობრივები კი უმძიმესი ღამის დეტალებს იხსენებენ. მეზობლები ამბობენ, რომ გვიან ღამით გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოჩდნენ. მათი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპუსში უმისამართოდ ისვრიან.
გასროლა მოხდა და გვიანობამდე პატრული იყო. ხმაური გავიგე და შემოვედი, - ამბობენ ადგილობრივები.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს გლდანში საცხოვრებელი ბინის ვერანდაზე ტყვია შევვარდა. ანასხვლეტი 12 წლის ბავშს მოხვდა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა ბინაში მცხოვრები ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე.
ჟურნალისტი ეჭვობს, რომ სროლა მის ზევით მცხოვრებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განახორციელა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 236 მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ წუთებშ გამომძიებლების კითხვას ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძის 12 წლის შვილი პასუხობს.