მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული გამოშვებული მანქანების იმპორტს კრძალავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი აიკრაძალება.
მიზეზად ღარიბაშვილი საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებსლს ასახელბს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰაერის დაბინძურების ორი უმთავრესი წყარო მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგია, რომლითაც დაბინძურების უმთავრესი წყარო მოძველებული ავტოტრანსპორტია.
რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა, ხოლო ავტობუსებისთვისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.
პრემიერი ამბობს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვასა და მონიტორინგს.
"მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტისთვის შემოსულ ავტომანქანებს," - თქვა ღარიბაშვილმა