მთავრობა: კატალიზატორების ექსპორტი იკრძალება

12.06.23 14:15
მთავრობა: კატალიზატორების ექსპორტი იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, კატალიზატორების ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა. 

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა გაუმართავი ავტომობილებია და რიგ შემთხვევაში კატალიზატორების მოხსნა ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული.

ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელი არის კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების გატანა ქვეყნიდან. იმიტომ, რომ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს, და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი გამომწვევი პრობლემის. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ," - თქვა ღარიბაშვილმა.