"შენობაში უკანონოდ არიან" - ობსერვატორიის ხელმძღვანელის პირველი განმარტება

12.06.23 15:26
"შენობაში უკანონოდ არიან" - ობსერვატორიის ხელმძღვანელის პირველი განმარტება

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის და მეცნიერების შეხვედრაზე. ობსერვატორიის ტერიტორიაზე ბინების ფლობელებს ამ დრომდე არავინ უხსნის, რატომ არ უშვებენ  
საცხოვრებელში. რევაზ ჭანიშვილმა აბასთუმნიდან საანგებოდ თბილისში ჩამოსული ხალხი ოთახიდან გამოაძევა. გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

რევაზ ჭანიშვილმა მოგვაინებით მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ პროტესტის მონაწილე ადამიანები ობსერვატორიაში არსებული ბინების კანონიერი მფლობელები არ არიან. 

ამ ხალხმა მისწერეს მთავრობის ადმინისტაციას პრემიერის სახელზე, რომ ჩვენ ვართ მართლზომიერი მუდმივი მცხოვრებლები ობსერვატორიისო და ა.შ. მე უნდა მივწერო ჩემს დაქვემდებარებულს, რომ შემოვიდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ არის ეს და ეს... ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ  შენ მართლა ხარ ესა და ეს? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ტერმინი. როგორ არიან მართლზომიერი მფლობელები, როცა არიან უკანონოდ? კანონიერად არის მხოლოდ თანამშრომელი. გარეშე პირების ობსერვატორიაში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ ობსერვატორია დასრულდა. ბინები აშენებულია იქ რისთვის? რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ. ეს არ არის არც აგარაკი, არც დასასვენებელი სახლი, - ამბობს რევაზ ჭანიშვილი.

ის, რომ კონკრეტული მოქალაქეები აბასთუმნის ობსერვატორიაში არსებული ბინების მეპატრონეები არიან, მტავრობის ადმინისტრაციაც ადასტურებს. რამდენიმე კვირის წინ მეცნიერების შვილებმა, ოჯახის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს, რომლის საპასუხო წერილშიც  მთავრობა ადასტურებს, რომ აღნიშნული ადამიანები ბინების მფლობელები ნამდვილად არიან.  

ჩვენ მთავრობამ მოგვმართა როგორც მართლზომიერი მფლობელები და მუდმივი მცხოვრებლები. აი, ამ ერთ ფარატინა ფურცელზე ორჯერ ვართ ასე მოხსენიებული. შეეძლოთ მთავრობას მოემართა „მოქალაქეებს, ამას და ამას“, მაგრამ არა, მოგვმართეს როგორც მფლობელებს და მუდმივ მცხოვრებლებს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

მოქალაქეები ეჭვობენ, რომ უნიკალურ კურორტზე თავისუფლად გადაადგილება ბიძინა ივანიშვილის ახირების გამოა შეზღუდული.