ვარიანში სტალინის ძეგლს თავი ისევ "მოკვეთეს"

12.06.23 15:36
ვარიანში სტალინის ძეგლს თავი ისევ "მოკვეთეს"

ვარიანში სტალინის ძეგლს თავი ისევ მოაძრეს - ინფორმაციით რუსული პრესა აჭრელდა. კრემლის პროპაგანდისტები მომხდარის გამო წუხილს ვერ მალავენ. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა გორიდან 13 კილომეტრში მდებარე  სოფელში სტალინის  ძეგლი დააზიანეს. პირველად ის უროთი ნიღბიანმა ახალგაზრდამ დაამტვრია და კადრები სოციალურ ქსელში ატვირთა.