ვინ ისროლა უმისამართოდ გლდანში - დედა-შვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

12.06.23 20:15
ვინ ისროლა უმისამართოდ გლდანში - დედა-შვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პოლიციელი, რომელსაც ადგილობრივები უმისამართო სროლაში ადანაშაულებენ, არც იარაღს ფლობდა და საერთოდ სახლშიც კი არ იმყოფებოდა სროლის დროს.

დაზარალებულ ოჯახს სხვა არგუმენტები აქვს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შემოწმებას  ითხოვს. სროლას გლდანში  ჟურნალისტი და მისი 12 წლის შვილი სასწაულით გადაურჩნენ. 

ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა გაისროლა, ბრმა ტყვია კი მეზობლის სახლში იმ კედელს  მოხვდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი  იმყოფებოდა. მოზარდს ფეხი აქვს დაზიანებული.

ბრმა ტყვიას გადარჩენილი ოჯახი - რა მოხდა გლდანში - ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში