სისხლიანი ანგარიშსწორება ლილოს დასახლებაში - კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა
ლილოს დასახლებაში, კაცმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს - 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცადებაში.