"ლიმუზინებით დადიან და მაღაროს მუშა მშიერი ჰყავთ" - ჭიათურაში მუშები შიმშილობას აგრძელებენ

13.06.23 12:05
"ლიმუზინებით დადიან და მაღაროს მუშა მშიერი ჰყავთ" - ჭიათურაში მუშები შიმშილობას აგრძელებენ

სოციალური პროტესტი ჭიათურაში - გაფიცული მაღაროელები შიმშილობას აგრძელებენ. საკვების მიღებაზე უარს 10 ადამიანი აცხადებს და უწყევეტ აქციებს აანონსებს. 

ჭიათურაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორიც, თუმცა მოლაპარაკება გაფიცულებსა და  კომპანიას  შორის ჯერ ვერ შედგა.

"გულთან არ მიიტანეს, არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ. გუშინ რამიდან მოყოლებული ვშიმშილობთ 10 კაცი". - ამბობს მოშიმშილე მაღაროელი.

გაფიცული მუშები "ჯორჯიან მანგანეზს" მოუწოდებენ, რომ დროულად იმოქმედონ, ასევე მოუწოდებენ მთავრობას, ჩაერთონ ამ ამბის გადაწყვეტაში. 

მინდა მოვუწოდე მთავრობას, ჩაერთოს ამ ამბავში. მინდა კომპანიას მივმართო, რომ დროულად იმოქმედოს. ღმერთმა არ ქნას ამ ბიჭებს რამე დაემართოთ. არაფერს ვითხოვთ ისეთს, რაცხ შეუსრულებელია. ვერ გაძღა ჩვენი კომპანია, ჯიპებით დადიან, ლიმუზინებით დადიან და მაღაროს მუშა მშიერი ჰყავთ". - ამბობს გაფიცული მაღაროელი.

პროტესტის უკიდურეს ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც შეთანხმება ვერ შედგა. მაღაროებელები  ხელფასების ზრდას  ითხოვენ.